fbpx

Alliance Palace By Alliance Group 41 ალიანს პალასი სართულები ინვესტიცია 45 000 000$ სასტუმრო Courtyard By Marriott Alliance Highline By Alliance Group 40 - 33 - 26 ალიანს ჰაილაინი სართულები ინვესტიცია 75 000 000$ სასტუმრო Wyndham Garden Alliance Privilege By Alliance Group 54 ალიანს ფრივილიჯი სართულები ინვესტიცია 80 000 000$ სასტუმრო Marriott

წარმატებული კომპანიის ისტორია ყოველთვის იწყება კრეატიული პიროვნებების გაბედული იდეებით. სწორედ ასეთია დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფის” (Alliance Group) ისტორია.

სამშენებლო ბიზნესისადმი ინოვაციური და რევოლუციური მიდგომების წყალობით, ალიანს ჯგუფი წარმოგიდგენთ რესპექტაბელურ პროექტებს, ქმნის რა:

  • საინვესტიციო აპარტამენტებს

  • განსაკუთრებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს

  • გლობალური მნიშვნელობის მქონე მულტიფუნქციურ პროექტებს

  • განუმეორებელ არქიტექტურას და დიზაინს

ჯამური საინვესტიციო ღირებულება

845 000 000 აშშ დოლარი

აშენებული

2 000 000 მ2- ზე მეტი

ალიანს ჯგუფის პროექტები

ალიანს პალასი

41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“ (Alliance Palace) ბათუმში, ზღვასთან და ბულვართან ახლოს, ქალაქის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. მრავალფუნქციური კომპლექსის 1-5 სართულზე მსოფლიო სასტუმრო ბრენდის “ქორთიარდ ბაი მარიოტის” (Courtyard By Marriott) 150 ნომრიანი სასტუმრო, ხოლო 6-41 სართულზე პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება.

„ალიანს პალასის“ ყველა სართულიდან იშლება ზღვისა და ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები, კომპლექსი მოიცავს თანამედროვე ინფრასტრუქტურას და კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა პირობას.

მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას შვეიცარიული მენეჯმენტკომპანია “სოფოს ჰოტელსი” (Sophos Hotels SA) განახორციელებს.

 

ალიანს ჰაილაინი

მრავალფუნქციური კომპლექსი “ალიანს ჰაილაინი” (Alliance Highline) საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მშენებარე პროექტია, რომელსაც დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფი” (Alliance Group) ახორციელებს.

ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე კომპლექსი მოიცავს სამ კოშკს: პირველი 40-სართულიანია, მეორე 33-სართულიანი, მესამე კი 26-სართულიანი. ყველაზე პატარა კოშკში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი “ვინდემ გარდენი” (Wyndham Garden), ხოლო დანარჩენ კოშკებში პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება.

მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას შვეიცარიული მენეჯმენტკომპანია “სოფოს ჰოტელსი” (Sophos Hotels SA) განახორციელებს.

ალიანს ფრივილიჯი

54-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი” (Alliance Privilege) მსოფლიოში ცნობილ ბათუმის ბულვარში, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს.

ალიანს ფრივილიჯის პირველ თორმეტ სართულზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “მარიოტი” (Marriott), ხოლო დანარჩენ სართულებზე პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება.

ალიანს ფრივილიჯის ყველა სართულიდან იშლება ზღვისა და ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები. კომპლექსი თანამედროვე ინფრასტრუქტურას და კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა პირობას მოიცავს.

კომპლექსის მართვას და გაქირავებას საერთაშორისო მენეჯმენტკომპანია “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალი” (McInerney Hospitality International) განახორციელებს.

Menu